რა ნიშნით ვლინდება ვენური დაავადება და როდის არის სიმპტომები საგანგაშო?

 

ü  ტკივილის, დაღლილობის, სიმძიმის, სიმხურვალის და წვის შეგრძნება ქვემო კიდურებში

ü  ფეხების შეშუპება

ü  ღამის კრუნჩხვები წვივის კუნთებში

 

ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები მწვავდება ცხელ ამინდში, ასევე ხანგრძლივად ფეხზე დგომისას და ჯდომის დროს.

 

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

 

უმთავრესია ცხოვრების წესის შეცვლა - რადგან ვერანაირი საშუალება ვერ იქნება ეფექტური თუ ძირითად გამომწვევ ფაქტორებს, რომელზეც ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია, უგულებელვყოფთ.

თუ გაქვთ პროფესია, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ ჯდომას ან დგომას - შეეცადეთ ყოველ 20 წუთში შეიცვალოთ პოზა - გაიარ-გამოიაროთ, რომ კუნთების მუშაობის შედეგად ქვემო კიდურებში შეგუბებული სისხლი ამოძრავდეს.

მოერიდეთ ყოველგვარ გადახურებას - იქნება ეს მზეზე გარუჯვა თუ ცხელი აბაზანა.

შეეცადეთ იაროთ ფეხით, იცუროთ სისტემატიურად.

 

არსებობს თუ არა სამკურნალო პრეპარატები?

 

ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს შორის ყველაზე ეფექტურია ფლავონოიდები, მათი ეფექტურობა და უსაფთხოება კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ტურბომიკრონ G – იგი ესპანური კომპანია Kern Pharma-ს ექსკლუზიური პროდუქტია, ფართოდ გამოიყენება ესპანეთში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია რომ ამ ქვეყნებში იგი არსებობს უკვე მრავალი წელია და მას აქტიურად გამოიყენებენ როგორც მედიკამენტს ვენური დაავადების სამკურნალოდ. სასიხარულოა, რომ ეს პრეპარატი დღეს ხელმისაწვდომია საქართველოშიც.

 

რატომ ტურბომიკრონ G?

 

ტურბომიკრონ G-ის უპირატესობა სხვა პრეპარატებთან შედარებით იმაში გამოიხატება, რომ მისი აქტიური ნივთიერება განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებით მიკრონიზებულია - ანუ დაქუცმაცებულია უწვრილეს ნაწილაკებად, რაც მის უფრო მეტ ეფექტურობას განაპირობებს.

 

ცხელი ამინდების დაწყებამდე პრეპარატის მიღება მაქსიმალური ეფექტის გარანტიაა. 2 ტაბლეტი დღის განმავლობაში ცხელი ამინდების პერიოდში: ივნისი, ივლისი, აგვისტო - მნიშვნელოვნად შეამცირებს სიმპტომებს, თქვენ კი მსუბუქად გაატარებთ ზაფხულს.