
ვენური დაავადება ცნობილია უძველესი დროიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა
კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას ცდილობდნენ ისეთი ექიმები, როგორებიც იყვნენ ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი და პარაცელსი. მას უწოდებდნენ დაავადებას, რომელიც "მოგცელავს”. ამ დაავადების შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ, რომელმაც აღმოაჩინა კაპილარული სისხლის მიმოქცევა.
რა არის ვენური დაავადება?
ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, წვა, ღამის კრუნჩხვები - ეს ის სიმპტომებია, რომელთაც როგორც კვლევებმა აჩვენა, განიცდის საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ჩვეულებრივ დაღლილობას მიაწერს და სერიოზულად არ აღიქვამს, შესაბამისად არც მკურნალობს.
ეს სიმპტომები ვენური დაავადების არსებობაზე მეტყველებს. მას დროული მკურნალობა სჭირდება, რადგან საბოლოო შედეგი, სადამდეც ამ სიმპტომების უგულებელყოფამ შეიძლება მიგვიყვანოს საკმაოდ საგანგაშოა - თრომბოფლებიტი, ვარიკოზული დაავადება, თრომბოზი, ტროფიკული წყლულების წარმოშობა ქვემო კიდურებზე და სხვა.
რა ხდება ვენური დაავადების დროს?
ვენური დაავადების დროს ზიანდება ვენების სარქვლები, ხდება სისხლის შეგუბება ქვემო კიდურებში, რაც მეორადად აზიანებს ვენების კედლებს - ხდება მათი გადავსება და გაფართოება - რაც აღდგენას არ ექვემდებარება.
რა იწვევს ვენური დაავადების განვითარებას?
გარკვეულ როლს ვენური დაავადების განვითარებაში თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, რაზეც გავლენის მოხდენა შეუძლებელია, თუმცა ყველა სხვა დანარჩენი ჩვენს ხელშია და თუ მაპროვოცირებელ ფაქტორებს გაითვალისწინებთ და თავს მოარიდებთ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუშალოთ ხელი დაავადების პროგრესირებას - ესენია:
v სხეულის ხშირი გადახურება - ცხელი აბაზანა, გარუჯვა და სხვა
v ჭარბი წონა
v ხანგრძლივად ფეხზე დგომა, მჯდომარე სამუშაო, სიმძიმეების აწევა
v ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით
v თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი